კამპანია ცესკო-ს წინააღმდეგ - პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურება
„ქართული ოცნება“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე მიზანმიმართულ შეტევაზე საუბრობს. მმართველი გუნდის შეფასებით, ცესკო-ზე შეტევა და მისი დისკრედიტაციის მცდელობა, ოპოზიციის დღის წესრიგის ნაწილია, რომელშიც სალომე ზურაბიშვილიც არის ჩართული. ამის მაგალითად უმრავლესობაში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო-ს ასახელებენ. საკითხთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემაც.