კამპანია ცესკო-ს წინააღმდეგ – პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურება

15:05, 07.03.2024

„ქართული ოცნება“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე მიზანმიმართულ შეტევაზე საუბრობს. მმართველი გუნდის შეფასებით, ცესკო-ზე შეტევა და მისი დისკრედიტაციის მცდელობა, ოპოზიციის დღის წესრიგის ნაწილია, რომელშიც სალომე ზურაბიშვილიც არის ჩართული. ამის მაგალითად უმრავლესობაში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო-ს ასახელებენ. საკითხთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემაც.

მსგავსი