კამათი მოყვა დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2018 წლის ანგარიშის განხილვას.
ოპოზიციის კრიტიკა გამოიწვია ფაქტმა, რომ ანგარიშში არ მოხვდა გახმაურებული საქმეები, რომელთა ნაწილზე გამოძიება დასრულებული არ არის, მათ შორის, ხორავას ქუჩის საქმე, მაჩალიკაშვილის საქმე, ვიტალი საფაროვის, ტატუნაშვილის თუ ია კერზაიას საქმეები.
ოპოზიცია იმითაც დაინტერესდა, მოინახულა თუ არა ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ 20 ივნისის აქციის შემდეგ დაკავებული მოქალაქეები.