პარლამენტის პლენარული სხდომა

ამ წუთებში პარლამენტის პლენარული სხდომა უნდა დაიწყოს.

დეპუტატები რამდენიმე საკითხს განიხილავენ, მათ შორის პროკურატურის ახალ კანონპროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებულ ვადაში უნდა მიიღოს.

მმართველი გუნდის თქმით, პროკურატურა დამოუკიდებელი ორგანო ხდება და მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს ექნება გარკვეული მანდატი, განახორციელოს საზედამხედველო საქმიანობა სისხლის სამართლის პოლიტიკის მიმართულებით.