კამალა ჰარისის შეხვედრა მხარდამჭერებთან

„რბოლა ჯერ არ დასრულებულა და ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი უახლოესი რბოლა ისტორიაში, სადაც თითოეულ ხმას აქვს მნიშვნელობა“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა ფილადელფიაში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა. ჰარისმა მოუწოდა ამომრჩევლებს, მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო პროცესში და თქვა, რომ პენსილვანიამ, შესაძლოა, „გადაწყვიტოს არჩევნების შედეგი“. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა გაიმეორა კამპანიის რამდენიმე დაპირება, როგორებიცაა საცხოვრებელი ხარჯების, ასევე განსახლების, ბავშვთა მოვლის, ხანდაზმულთა სახლებში მოვლის ხარჯების შემცირება და გადასახადების შემცირება დასაქმებულებისა და მცირე ბიზნესისთვის. კამალა ჰარისმა ასევე პირობა დადო, რომ მიიღებს კანონპროექტს რეპროდუქციული თავისუფლებების აღსადგენად.