კამალა ჰარისი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას სოციალურ ქსელში ეხმაურება

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა დემოკრატიული პარტიის დელეგატების საკმარისი რაოდენობის მხარდაჭერა მოიპოვა. „სიბიეს ნიუსის“ ინფორმაციით, ჰარისს, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტობა სურს, ამ ეტაპზე 1976 დელეგატის მხარდაჭერა აქვს, რაც პირველი რაუნდის კენჭისყრისთვის საკმარისია. კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ამაყია ასეთი ფართო მხარდაჭერის გამო. დელეგატები არიან არჩეული არიან საარჩევნო უბნის წარმომადგენლად დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კონვენციაზე. პირველი რაუნდის კენჭისყრა სავარაუდოდ, 1-7 აგვისტოს პერიოდში გაიმართება. კამალა ჰარისი კამპანიის პირველ დღეს ვილმინგტონში ჩავიდა, სადაც კამპანიის თანამშრომლებს შეხვდა და განაცხადა, რომ წინ მძიმე და დატვირთული 105 დღეა. ამ შეხვედრაზე მან ჯო ბაიდენის მიღწევებზეც ილაპარაკა. ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურა მოხსნა და მხარდაჭერა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს გამოუცხადა. დემოკრატიული პარტიის კანდიდატს 19-დან 22 აგვისტომდე პერიოდში ჩიკაგოში დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე აირჩევენ.