სამხრეთ კალიფორნიის მოსახლეობა ტროპიკული შტორმისთვის ემზადება.
მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ გაფრთხილება შტატის 42-მა მილიონმა მოსახლემ მიიღო. კალიფორნიის გუბერნატორი მოსახლეობას მოუწოდებს, საფრთხე სათანადოდ შეაფასონ და ევაკუაციისთვის მზად იყვნენ. ამერიკული მედიის ცნობით, „ჰილარი“ ბოლო 84 წლის განმავლობაში პირველი ტროპიკული შტორმი იქნება, რომელიც სამხრეთ კალიფორნიას დაატყდება თავს.
რა საფრთხეებია მოსალოდნელი და როგორ ემზადებიან შტორმისთვის კალიფორნიაში, – ნახეთ ქეთი ჩოხელის რეპორტაჟში.