ტროპიკული შტორმი ტაილანდში

ტაილანდში მასშტაბურ სტიქიას ებრძვიან.

ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტროპიკული შტორმი „პაბუკი“ ტურისტების საყვარელ კუნძულებს უტევს, რის გამოც ათასობით უცხოელი რეგიონის დატოვებას ვერ ახერხებს. სტიქიის ზონაში რამდენიმე მეტრის სიმაღლის ტალღები და საათში 75 კილომეტრის სიჩქარის ქარი ფიქსირდება. ტროპიკულმა შტორმმა ერთი ადამიანი უკვე იმსხვერპლა. ერთს ამ დრომდე ეძებენ.