ხვალ, გურიაში ძველით ახალ წელთან დაკავშირებული ტრადიციები კიდევ ერთხელ გაცოცხლდება.
რეგიონი კალანდის შესახვედრად ემზადება. 13 იანვრის ღამეს არაერთი რიტუალი და წესი სრულდება. სწორედ კალანდობას უკავშირდება აგუნას გადმოძახილი, მეკვლის, იგივე ფეხადის სტუმრობა, ცხემლის ჭრა და გურული ღვეზელების გამოცხობა. ტრადიციული სამზადისის ნაწილია სხვადასხვა კერძის მომზადება და ჩიჩილაკის დადგმა, რომელსაც არაერთი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ჩვენი გადამღები ჯგუფი სადღესასწაულო რიტუალების გადასაღებად ამჯერად ჩოხატაურის რაიონის სოფელ გოგოლესუბანში ჩავიდა და მეფარიშვილების ოჯახს ესტუმრა.