„კალანდა“ გურიაში

„კალანდა 2023“ ოზურგეთის სოფელ შემოქმედის ეთნოგრაფიულ სახლში ძველი ტრადიციის დაცვით ჩატარდა და საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. აგუნას გადაძახილი, მეკვლის ფეხადობა, ცხემლის ჭრა, ჩიჩილაკის დამზადება, გურული ღვეზელის ცხობის რიტუალი და მუცლის სალოცავი – ეს კალანდობისთვის დამახასიათებელი ყველა ის უძველესი ტრადიციაა, რომელიც სოფელ შემოქმედში კიდევ ერთხელ გაცოცხლდა. ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლები, მიწვეული სტუმრები და ადგილობრივები დაესწრნენ.

ღონისძიება გალაკონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.