კალანდობა გურიაში

გურიაში დღეს კალანდას აღნიშნავენ. აქ ძველი სტილით ახალი წლისთვის მზადება რამდენიმე დღით ადრე იწყება. ამ დღის განუყოფელი ნაწილია აგუნას გადაძახილი, ჩიჩილაკი, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს, ასევე სადღესასწაულო სუფრა, სადაც აუცილებლად უნდა იყოს ნახევარმთვარის ფორმის გურული ღვეზელი.

ახალ წელთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებების და რიტუალების გადასაღებად „მოამბის“ ჯგუფი ჩოხატაურის რაიონის სოფელ ქვენობანში ჩავიდა და სადღესასწაულო სამზადისის მონაწილე გახდა.