აგუნას გადმოძახილი, მეკვლის ფეხადობა, ცხემლის ჭრა – გაცოცხლებული საკალანდო ტრადიციები გურიაში.
რეგიონი ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულის შესახვედრად ემზადება. ძველით ახალი წელი ყველაზე განსაკუთრებულად სწორედ გურიაში აღინიშნება. ამ დღეს ყველა ოჯახში კალანდობასთან დაკავშირებული ცნობილი რიტუალები სრულდება. რთავენ ჩიჩილაკს, უფენენ სუროს, აცხობენ გურულ ღვეზელებს, ამზადებენ ტრადიციულ საახალწლო კერძებს, ცოცხლდება ფეხადის, იგივე მეკვლის ტრადიცია. სამზადისი ერთი თვით ადრე იწყება. კალანდობას გურულები სადღესასწაულო სუფრით, სხვადასხვა რიტუალით და კრიმანჭულით ხვდებიან.