საახალწლო ტრადიცია დღეს კიდევ ერთხელ გაცოცხლდება გურიაში, სადაც „კალანდა“ დგება.
გურული ძველი სტილით ახალი წლისთვის მზადება რამდენიმე დღით ადრე იწყება. ამ დღის განუყოფელი ნაწილია აგუნას გადაძახილი, ჩიჩილაკი, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს, ასევე სადღესასწაულო სუფრა, სადაც აუცილებლად უნდა იყოს გურული ღვეზელი ნახევარმთვარის ფორმით.
ახალ წელთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებების და რიტუალების გადასაღებად „მოამბის“ გადამღები ჯგუფი ჩოხატაურის რაიონის სოფელ ჯვარცხმაში ჩავიდა და სადღესასწაულო სამზადისის მონაწილე გახდა.