„ახალი წლის დღეები“ რეგიონებში. კალანდობა აღნიშნეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის ეთნოგრაფიულ სივრცეში. „კალანდა 2024“ უძველესი ტრადიციებით იზეიმეს, როგორებიცაა მეკვლის ფეხადობა, ჩიჩილაკის დამზადება, გურული ღვეზლის ცხობის რიტუალი და მუცლის სალოცავი. ასევე გაიმართა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, თეატრალური პერფორმანსები და მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიება გალაკონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდა.