კალაძის განცხადებით, მერია ევროპული ტიპის, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებს შეიძენს

კახა კალაძის განცხადებით,  მერია მიმდინარე წელს, ასი ერთეული ევროპული ტიპის ავტობუსის შეძენას აპირებს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა იქნება.

კახა კალაძე აუდიტის დასკვნას გამოეხმაურა. დოკუმენტის მიხედვით, 2017 წელს,  თბილისში არსებული 816 ავტობუსიდან,  143 ერთეულს არ ეკუთვნის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება,  ხოლო დანარჩენი 673 ავტობუსიდან, 456მა ერთეულმა (68%) ინსპექტირება ვერ გაიარა.  თბილისი მერი აუდიტის დასკვნას ეთანხმება და აცხადებს, რომ მიმართულება ქალაქი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.