დიდ დიღომში მომხდარი აფეთქება უკვე გახდა პოლიტიკურ ჭრილში განხილვის საგანი.
ბოლო დღეებში თბილისის მერიის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს კახა კალაძემ დღეს სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა და ოპონენტებს 2009 წელს გაუქმებული ის ნორმაც შეახსენა, რომლის მიხედვითაც შენობის ექსპლუატაციაში მიღებამდე იქ ცხოვრება აკრძალული იყო. ქალაქის მთავრობის ხელმძღვანელი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ექსპლუატაციის საკითხი გაზგაყვანილობასთან კავშირში არ არის, რასაც სპეციალისტების ნაწილიც ეთანხმება. პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემა ხდება ქართულ ბაზარზე 2006 წელს შემოსული კომპანია „ყაზტრანსგაზის“ მფლობელობის თემაც. ამ დროისთვის კომპანიას სახელმწიფოს მიერ დანიშნული დროებითი მმართველი ხელმძღვანელობს.