კახა კალაძე პოლიტიკურ პარტიებს თბილისის გენერალური გეგმის შემუშავებაში ჩართვას სთავაზობს
დედაქალაქის მერი პოლიტიკურ პარტიებს თბილისის გენერალური გეგმის შემუშავებაში ჩართვას სთავაზობს. კახი კალაძის განცხადებით, დაინტერესებულ პოლიტიკურ გუნდს, სამუშაო ჯგუფში ერთი წევრის წარდგენის და საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.
მერის თქმით, მისთვის გაუგებარია ოპოზიციის მოთხოვნა გენგეგმაზე დებატების გამართვასთან დაკავშირებით, როდესაც დოკუმენტი ჯერ შემუშავების პროცესშია.
ასევე, მეტროსადგურ „ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე, საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარებას, კალაძე საჭიროდ არ მიიჩნევს. დედაქალაქის მთავრობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გუშინ საკრებულოში ყველა ის პირი იმყოფებოდა, ვისგანაც ოპოზიციას ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეეძლო.