კახეთში ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა.
ყვარლის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო „ჯორჯიაზ ნეიჩრლი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.
მეურნეობაში წლიურად 4,000 ტონა ხილის და ბოსტნეულის გადამუშავებაა შესაძლებელი. საწარმოში დასაქმებულია 25 ადამიანი.