ლევან ხაბეიშვილმა კახეთის გზატკეცილზე აქცია გამართა

კახეთის გზატკეცილზე ლევან ხაბეიშვილმა აქცია გამართა. საკრებულოს დეპუტატი აცხადებს, რომ კომპანია, რომელიც სამუშაოებს აწარმოებს, ტენდერში გამარჯვებამდე ორი თვით ადრე დაფუძნდა და ის სამუშაოების შესასრულებლად, ნახევარი მილიონი ლარით მეტს ითხოვდა, ვიდრე მისი კონკურენტი კომპანიები. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თბილისის მერიას მოხაზვითი სამუშაოების დაუყოვნებლივ დასრულებისკენ მოუწოდებს.