კახელი გლეხები დახმარებას ითხოვენ

სტიქიით დაზარალებული კახელი გლეხები დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ძლიერმა წვიმამ და მოვარდნილმა წყალმა წლევანდელი წლის მოსავალი სრულად გაანადგურა.

მოსახლეობა ხელისუფლებას მიმართავს და აღებული სესხების გადავადებისთვის, ბანკებთან შუამდგომლობას სთხოვს.

რეგიონში ადიდებულმა მდინარეებმა კახეთის ათობით სოფელს მიაყენა ზიანი. ვენახებთან და ბაღებთან ერთად, დაზინებულია შიდა გზები და ინფრასტრუქტურა. უკვე მეორე დღეა,  აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.