კახა კუჭავას წერილი დიპლომატებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის, ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელისა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის, ნატალია ვუტოვას წერილს პასუხობს.

კახა კუჭავა აცხადებს, რომ პარლამენტი სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას კონსტიტუციის, კანონმდებლობის, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპისა და პარტიების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე იმოქმედებს.

კახა კუჭავა – პარლამენტი სასამართლოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისას იმოქმედებს კონსტიტუციის, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის, ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე