კახა კალაძემ საარჩევნო პროგრამის ფარგლებში, სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა. მისი თქმით, ახალი ავტობუსებისა და მეტროს ვაგონების დამატება იგეგმება. ასევე მოხდება საბაგიროებისა და ველობილიკების მოწყობა. კალაძის თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ქალაქს 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი და 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი დაემატება. აღნიშნული კი მიზნად ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს.