კახა კალაძე - ყველა პოლიტიკურ პარტიას ვაძლევთ შესაძლებლობას, მოხვდნენ პარლამენტში
ბარიერი საერთოდ უქმდება, რითაც ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტიას ვაძლევთ შესაძლებლობას, მოხვდნენ პარლამენტში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძემ „ქართული ოცნების“ინიციატივას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარების შესახებ, უპრეცედენტო უწოდა.
„ქართული ოცნების“ ინიციატივის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.
„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის შემდეგაც უმრავლესობის გაფართოებული სხდომა ჩატარდა.