ცილისწამების შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებების შესაძლო შეტანას ეხმაურება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი.
კახა კალაძე ამბობს, რომ ცრუ ინფორმაცია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო პრობლემაა.
კალაძე მიიჩნევს, რომ ცვლილებები აუცილებელია, თუმცა ეს საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო ჩართულობით უნდა მოხდეს.