მინდა, გამოვხატო პატივისცემა თითოეული ჩვენი თანამოქალაქის მიმართ, განურჩევლად იმისა, თუ რა პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა მან დღეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი არჩევნები არ იყო მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები, არამედ ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ უთხრა მკაფიო და ხმამაღალი უარი სიცრუეს, სიძულვილსა და ძალადობას და მხარი დაუჭირა იმ პოლიტიკურ ძალას, რომლისთვისაც ადამიანი უზენაესი ღირებულება, მისი ღირსების დაცვა კი – უმთავრესი პრიორიტეტია.