კახა კალაძის განცხადება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოქალაქეებს არჩევნებში მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და განმარტა, რომ 30 ოქტომბერს ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი. კალაძემ ეს განცხადება თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

დედაქალაქის მერის განმარტებით, „ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოში უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი, რაც მის გუნდს საშუალებას მისცემს, რომ გაგრძელდეს იმ პროექტების განხორციელება, რამაც დედაქალაქის განვითარება უნდა უზრუნველყოს.