„მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“, – ეს კახა კალაძის საარჩევნო სლოგანი იქნება. ამის შესახებ თბილისის მერმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის თქმით, დღეს თბილისს სჭირდება მეტი განვითარება, რეკრეაციული სივრცეები, ინფრასტრუქტურული პროექტები და მეტი სიცოცხლე ყველა უბანში.