კახა კალაძე საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია

კახა კალაძემ საარჩევნო პროგრამის კიდევ ერთი მიმართულება წარადგინა. თბილისის მერობის კანდიდატმა გარემოს დაცვის პოლიტიკაზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ მერია რეკრეაციული სივრცეების შექმნის მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს. განახლდება და მოეწყობა 15 პარკი, დაირგვება ახალი ხე-მცენარეები. გაშენდება თბილისის ტყე 200 ჰექტარზე. გამწვანების ღონისძიებები განხორციელდება ადგილობრივი მცხოვრებლების უშუალო მონაწილეობით, პროექტები კი, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.