კახა კალაძე - გარკვეული პოლიტიკური ძალები ოჯახების ტრაგედიით სარგებლობენ
რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია და შექმნილი ვითარება ცოტა ხნის წინ შეაფასა დედაქალაქის მერმაც. კახა კალაძის განმარტებით, გარკვეული პოლიტიკური ძალები ოჯახების ტრაგედიით სარგებლობენ და მათ მდგომარეობას საკუთარი ვიწროპოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ.
დედაქალაქის მთავრობის ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ დამნაშავეების გამოსავლენად, აუცილებელია, მომხდარი მკვლელობის მოწმეებმა გამოძიებასთან სრულყოფილად ითანამშრომლონ.