კახა კალაძე – გარკვეული პოლიტიკური ძალები ოჯახების ტრაგედიით სარგებლობენ

18:19, 02.06.2018

რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია და შექმნილი ვითარება ცოტა ხნის წინ შეაფასა დედაქალაქის მერმაც. კახა კალაძის განმარტებით, გარკვეული პოლიტიკური ძალები ოჯახების ტრაგედიით სარგებლობენ და მათ მდგომარეობას საკუთარი ვიწროპოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ.

დედაქალაქის მთავრობის ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ დამნაშავეების გამოსავლენად, აუცილებელია, მომხდარი მკვლელობის მოწმეებმა გამოძიებასთან სრულყოფილად ითანამშრომლონ.

 

 

 

მსგავსი