ამ წუთებში თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება დიჯეი ლაშა კაცია. საქმე მის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ეხება. ის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში სამართალდამცავებს ადანაშაულებს. კაციას განცხადებით, პოლიციელები მას ნარკოტიკის ჩადებითაც ემუქრებოდნენ.
მოქალაქის განცხადებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ის უკვე გამოკითხეს. პოლიციელთა მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამაც. სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში ლაშა კაცია გამოკითხვაზე დაიბარეს.