ჯულიან ასანჟის საქმე

ჯულიან ასანჟის შვიდწლიანი დევნის დასასრული მსოფლიო ყურადღების ცენტრშია.

ვიკილიქსის დამფუძნებელი ახლა დიდი ბრიტანეთის მართლმსაჯულების ვერდიქტს ელის. ცნობილ ჟურნალისტს, რომლის ინტერნეტ-საიტმა 2010 წელს ამერიკელ დიპლომატებზე, მაღალჩინოსნებსა და ამერიკის მიერ წარმოებულ სამხედრო ოპერაციებზე სკანდალური საიდუმლო მასალები გამოაქვეყნა, აშშ-ში ექსტრადიცია ემუქრება. მის წინააღმდეგ, საქმეები ამერიკის გარდა, აღძრულია დიდ ბრიტანეთსა და შვედეთშიც. ასანჟის მომავალთან ერთად, მსოფლიო მედია მთელი დღეა, იმის გარკვევასაც ცდილობს, რატომ მოუხსნა ეკვადორის მთავრობამ ლონდონში, ეკვადორის საელჩოში მცხოვრებ ჟურნალისტს, დიპლომატიური თავშესაფრის სტატუსი, რაც მისი დაკავების მიზეზი გახდა.