ერთი დღე აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე

ხვალ აშშ-ისთვის ისტორიული დღეა – დონალდ ტრამპს დღეს ოვალურ კაბინეტში ბოლო სამუშაო დღე აქვს. ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე რამდენიმე საათი რჩება. ხვალ 46-ე პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ფიცს დადებს. თუმცა ინაუგურაციას ტრამპი არ დაესწრება. ამით კი 150-წლიანი ტრადიცია, 1869 წლის შემდეგ პირველად დაირღვევა.

პრეზიდენტობის ბოლო დღეს დონალდ ტრამპი 100-მდე ადამიანის შეწყალებას გეგმავს. არ არის გამორიცხული, რომ მათ შორის მოხვდნენ ჯულიან ასანჟი, ედვარდ სნოუდენი და მისი ყოფილი მრჩეველი სტივენ ბენონი. ძალაუფლების გადაცემამდე ერთი დღით ადრე მოქმედმა პრეზიდენტმა კიდევ ერთი სადავო განკარგულების გამოცემაც მოასწრო.

დატოვე კომენტარი