რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომისა და არსებული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა მხარეების მეგობრული ურთიერთობები და წარმატებული პარტნიორობა. აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას და აუცილებელი რეფორმების გატარებას, მათ შორის საწვრთნელი შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებას. შეხვედრის დასასრულს, ჯუანშერ ბურჭულაძემ ბრიტანელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.