ჯრუჭის წმინდა გიორგის მონასტრის გუმბათზე ჯვარი აღიმართა

საჩხერეში, ჯრუჭის წმინდა გიორგის მონასტრის გუმბათზე ჯვარი აღიმართა. ჯვრის კურთხევა საჩხერე-ჭიათურის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა. 1991 წლის მიწისძვრის შემდეგ მონასტერი დანგრეული იყო.

მე-11 საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის, ჯრუჭის წმინდა გიორგის მონასტრის აღდგენა 2018 წლიდან მიმდინარეობს. ამ დროისთვის ტერიტორიაზე განთავსებულია მამათა მონასტერი, სადაც წირვა-ლოცვა აღევლინება ხის სამლოცველოში.