ჯოზეფ ბორელის ვიზიტი საქართველოში

ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი, რომელიც თბილისში იმყოფება, დილიდან შეხვედრებს მართავს – ჯოზეფ ბორელის ვიზიტის მეორე დღე განსაკუთრებით დატვირთული იყო. განცხადებები გაკეთდა მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც შეხვედრა გამართა მთავრობის მეთაურთან როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯოზეფ ბორელმა ისაუბრეს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე და სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. პრემიერმა ხაზი გაუსვა 12 რეკომენდაციის ფარგლებში გაწეულ სამუშაოებს. ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა კი საქართველოსთვის ისტორიულ მომენტში ყველა მხარის ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა.