ჯოზეფ ბორელის განცხადება

ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ სერბეთმა და კოსოვომ თავიანთი მოქალაქეების საზღვარზე გადაადგილების საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს. მისი ინფორმაციით, კოსოვოს სერბებს, ისევე როგორც ყველა სხვა მოქალაქეს, შეეძლებათ თავისუფლად გადაადგილდნენ კოსოვოსა და სერბეთს შორის პირადობის მოწმობების გამოყენებით. ამასთან, ბორელმა აღნიშნა, რომ ამის შესახებ ევროკავშირმა ახლახან მიიღო გარანტია პრემიერ-მინისტრისგან. ივლისის ბოლოს სერბებმა ჩრდილოეთ კოსოვოში, სასაზღვრო პუნქტთან გზა ჩაკეტეს სატვირთო მანქანებით. დაძაბულობის შესამცირებლად კოსოვომ სერბულის ნაცვლად ეროვნულ საბუთებსა და სანომრე ნიშნებზე გადასვლა ერთი თვით გადადო.