„ჯორჯიან მანგანეზმა“ განცხადება გაავრცელა – კომპანია თანახმაა, დაბრუნდეს 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებულ ძველ სამუშაო პირობებზე 12-საათიანი სამუშაო გრაფიკით; პირველ ეტაპზე ხელფასი გაიზრდება 5%-ით. კომპანია ასევე მზადაა, მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაზარდოს ანაზღაურება; ასევე „ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, შეიქმნება ერთობლივი სამუშაო კომისია, რომელშიც დასაქმებულები, აუდიტორი, მედიატორი, ეკონომიკის სამინისტრო, შრომის ინსპექციის სამსახური, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში, პროფკავშირები და თავად კომპანია ჩაერთვება. კომისია სამუშაო პირობებსა და თანამშრომელთა მდგმარეობას შეისწავლის. „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, რომ დღეს არსებული კრიზისი მადნის ფასის მნიშვნელოვნად გაუფასურებამ გამოიწვია.