„ჯორჯიან მანგანეზის“ გამოხმაურება

„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში მიმდინარე აქციას ეხმაურება.

კომპანიის საოპერაციო დირექტორი გადაკეტილ გზებს და შეჩერებულ საწარმოო პროცესს მძიმე ვითარებად აფასებს და ამბობს, რომ მოპოვებითი სამუშაოები დაახლოებით 70 %-ით არის შეჩერებული. მერაბ ლომიძის თქმით, საბადო 140 წლის არის, რის გამოც ვითარდება ეროზიული პროცესები.

შეგახსენებთ, შოფელ შუქრუთის მოსახლეობა აცხადებს, რომ კომპანიის საქმიანობის გამო მათი საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. ისინი კომპენსაციას მოითხოვენ.