„ჯონდი ბაღათურია - ქართული დასის“ საარჩევნო კამპანია 

პარტია „ჯონდი ბაღათურია – ქართულმა დასმა“ სისხლის სამართლის პოლიტიკის რეფორმა წარადგინა.

ჯონდი ბაღათურია ცვლილებებს რევოლუციურს უწოდებს, განსაკუთრებით 55-ე მუხლის აღდგენას. მისი განმარტებით, 55-ე მუხლის თანახმად მოსამართლეს ეძლევა უფლება პროკურატურასთან შეთანხმების და საპროცესო გარიგების გარეშე გამოიტანოს უფრო დაბალი სასჯელი, ან ბრალდებული გაათავისუფლოს. რეფორმის თანახმად გაუქმდება ოჯახში ძალადობის 126-ე მუხლი, რადგან ის „ქართული ოჯახის სიწმინდეს“ ეწინააღმდეგება.