წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ბლოკის „ჯონდი ბაღათურია – ქართული დასის“ ლიდერები დიდუბეში ამომრჩევლებს შეხვდნენ. პოლიტიკოსებმა მხარდამჭერებს პარტიის სამომავლო გეგმები გააცნეს. ჯონდი ბაღათურიას თქმით, მისი ბლოკის მთავარი ამოცანა მოსახლეობის სოციალური პრობლემების მოგვარება, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სფეროს განვითარებაა.