ჯონ მაკკეინის დაკრძალვა

ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ გმირს ემშვიდობება. ჯონ მაკკეინს მერილენდის შტატის ქალაქ ანაპოლისში, იმ სამხედრო-საზღვაო აკადემიის ტერიტორიაზე დაკრძალავენ, რომელიც მან 1958 წელს დაამთავრა.

ვიეტნამის ომის ვეტერანს მისი საუკეთესო მეგობრის, ადმირალ ჩაკ ლარსონის გვერდით დაასაფლავებენ.

ჯონ მაკკეინის ოჯახის წევრების თხოვნით, საზოგადოებისა და მედიისთვის ცერემონიალი დახურული იქნება, თუმცა ბუნებრივია, ინტერესი ძალიან დიდია და აკადემიასთან ჟურნალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან არიან შეკრებილები.

ანაპოლისში იმყოფება მარიამ ცარელაშვილი.