ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ

საქართველოს პრეზიდენტი ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. „საქართველოს, კავკასიის რეგიონსა და მსოფლიოს სჭირდება თავისუფალი, ძლიერი და დემოკრატიული ამერიკა“,  – წერს სალომე ზურაბიშვილი. ამასთან, ის პერსონალურად ულოცავს კამალა ჰარისს, როგორც შეერთებული შტატების ისტორიაში, პირველ ვიცე-პრეზიდენტ ქალს და წარმატებებს უსურვებს. მილოცვის წერილს აქვეყნებს პრემიერ-მინისტრიც – „მოუთმენლად ველით ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას“, – წერს გიორგი გახარია ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

განცხადებას ავრცელებს პარლამენტის თავმჯდომარეც – „მზად ვართ მომავალი თანამშრომლობისთვის დემოკრატიის და პროგრესის უზრუნველსაყოფად“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.