ჯო ბაიდენის განცხადება

„ჩვენ ვართ დემოკრატიაში, სადაც ხალხის ნება ყოველთვის იმარჯვებს“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა, რომელმაც აღნიშნა, რომ კამალა ჰარისი და მთელი მისი გუნდი უნდა ამაყობდნენ წარმოებული კამპანიით. ბაიდენმა თავისი პრეზიდენტობის ვადაზე და შესრულებულ სამუშაოზე ისაუბრა და თქვა, რომ დაწყებული პროექტებისა და საკანონმდებლო ინიციატივების შედეგები საგრძნობი იქნება მომავალი ათი წლის განმავლობაში. მისი თქმით, მისი ადმინისტრაცია მსოფლიოში უძლიერეს ეკონომიკას ტოვებს.