შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ეგვიპტის პრეზიდენტი დათანხმდა ჰუმანიტარული დახმარებისთვის რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას ღაზაში. ამის შესახებ „სიენენი“ წერს. ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გამშვები პუნქტი გაიხსნება მხოლოდ დახმარების მისაღებად და არა ევაკუაციისთვის. ბაიდენმა ეგვიპტის პრეზიდენტს „ძალიან შემწყნარებელი“ უწოდა და თქვა, რომ ის „ნამდვილ შექებას“ იმსახურებს.