სენტას დროულად მოქმედებისკენ მოუწოდა თავად აშშ-ს პრეზიდენტმა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის დახმარების კანონპროექტი დროულად უნდა დამტკიცდეს. ამასთან, ბაიდენი წერს იმასაც, რომ წარმომადგენელთა პალატის წევრებმა მიიღეს ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობა, რომლის დასაცავად, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, თავად თვეების განმავლობაში იბრძოდა.