ვისზე გავრცელდება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიერ გამოცხადებული სანქციები? ეს კითხვა ენტონი ბლინკენის თანაშემწემ უპასუხოდ დატოვა. ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებით, შტატები ამ ეტაპზე პერსონალურ სიას არ აქვეყნებს. მან საუბრისას აღნიშნა, რომ განხორციელებული ქმედებები შეუთავსებელია როგორც წევრობისკენ სწრაფვასთან, ისე წევრობამდე მისვლასთან.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ განმარტა ისიც, რომ სანქციების მიზანი არა საქართველოს ხელისუფლების იძულება, არამედ ერთგვარი განაცხადია იმის შესახებ, რომ მათ საზოგადოებაში ყოფნა გარკვეული წესების დაცვას გულისხმობს.