რას ითვალისწინებს ხელშეკრულება, რომელიც 4 აგვისტოს აფხაზეთმა და რუსეთმა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მოტივით გააფორმეს და რა პირობებია მასში მოყვანილი – აღნიშნულ თემაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ისაუბრა. ჯემალ გამახარიას თქმით, დოკუმენტი საკმაოდ მოცულობითია და მხოლოდ რუსეთის ინტერესებზე მორგებული, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული რატიფიცირებული ჯერ არ არის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს უკვე მომზადებული აქვს დადგენილება ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.