ჯეიმს ო'ბრაიენის ვიზიტი

ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე სასაუბროდ ხვალ თბილისს ეწვევა. როგორია მოლოდინი პოლიტიკურ სპექტრში. შეფასებები განსხვავებულია.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ჯეიმს ო’ბრაიენი 14-17 მაისის განმავლობაში შეხვედრებს გამართავს მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან. გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიზიტით გამოხატავს აშშ-ის მტკიცე ერთგულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.