დედაქალაქში გუშინ გამართულ აქციას გამოეხმაურა თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ჯეიკ სალივანი სოციალურ ქსელში წერს: „ქართველი ხალხი თავის მოსაზრებას გამოთქვამს. არ შეუშინდა დაშინების ტაქტიკას და ათობით ათასი მშვიდობიანი დემონსტრანტი შეიკრიბა წვიმიან თბილისში, რათა მოსთხოვოს „ქართულ ოცნებას“ კანონის გაწვევა“, – წერს სალივანი.